სტანდარტული გაკვეთილის გეგმები





კლასი; მოსწავლეთა  პროფილი
VII  კლასი, სსსმ  მოსწავლე არ მყავს
მასწავლებელი
შორენა  შანიძე
ჩატარების დრო
19/4/2018
გაკვეთლის  ხანგრძლივობა
45 წუთი
საგანი
ქართული  ენა
გაკვეთილის  თემა
ქვემდებარის  და  შემასმენლის  შეთანხმება  რიცხვში
გაკვეთილის  მიზანი
განუვითარდებათ  ცოდნის  გაგება-გაანალიზების  უნარი;
შეძლებენ ქვემდებარისა და  შემასმენლის  სწორად  შთანხმებას  რიცხვში.
    მართლმეტყველებისა და  მართლწერის  წესების  დაცვა.
ე.ს.გ.-ით  განსაზღვრული  შედეგი/ინდიკატორი
VII. 10.  მოსწავლეს  შუძლია  კითხვის  მიზნის  შესეაბამისი  სტრატეგიების  გამოყენება
VII.13.  მოსწავლეს  შეუძლია წერილობით ტექსტის ორგანიზაციის  წესებისა და ენობრივი  ნორმების  დაცვა.
    შეუძლია ქვემდებარისა და შემასმენლის  რიცხვში  სწორად  შეთანხმება;
   იცავს მართლმეტყველებისა და მართლწერის  წესებს;
გაკვეთილის  აქტუალობა
შემასმენლისა და ქვემდებარის  რიცხვში  შეთანხმების  საკითხს  არსებითი  მნიშვნელობა  აქვს   მოსწავლეთა მართლმეტყველებისა და  მართლწერისათვის
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  წინადადების  მთავარი  და  მეორეხარისხოვანი  წევრები
სასწავლო რესურსები
რვეული, ცარცი  დაფა,  ფურცლები, მარკერები, კომპიუტერი,  პროექტორი
საგანთაშორის კავშირი
ქართული  ლიტერატურა.  ი.ს.ტ.
შეფასება
განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი.  შეფასების  რუბრიკა  თან  ახლავს  გეგმას
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა1;  კლასის  ორგანიზება (3წთ)
აქტივობის  მიზანი: მოსწავლეები  გაეცნობიან  გაკვეთილის  თემას,  მიზანს  და  შეფასების  რუბრიკას.
აქტაქივობის  აღწერა: მასწავლებელი  საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარების  შმდეგ მოსწავლეებს  აცნობს  გაკვეთილის  თემას,მიზანს  და  შეფასების  კრიტერიუმებს.
აქტივობა 2.
აქტივობის  მიზანი:  წინარე  ცოდნის  გახსენება,დავალების  შემოწმება.
აქტივობის  აღწერა:  წინარე  ცოდნის  გააქტიურების  მიზნით მასწავლებელი  მოსწავლეებს  უსვამს  შეკითხვებს:
     1.ჩამოვთვალოთ  წინადადების  წევრები:
     2.რომელია  წინადადების  მთავარი  წევრები.
     3.რომელია  არამთავარი  წევრები.
     4.წინადადების  რომელ  წევრს  ქვია  ქვემდებარე  (ქვემდებარის  ბრუნვები).
      5.წინადადების  რომელ  წევრს  ქვია  შემასმენელი.
 ამის  შემდეგ  მოსწავლეები  წარმოადგენენ დავალებად  მიცემული  წინადადებებს დაფასთან.
აქტივობა 3. ახალი  მასალია  ახსნა.
აქტივობის  აღწერა:  მასწავლებელი  ხსნის ახალ  მასალას.  როგორ  შეეწყობაქვემდებარე  და  შემასმენელი  რიცხვში:
1.  მხოლობითში  დასმულ  ქვემდებარეს  შმასმენელი;
2.  მრავლობითში  დასმულ  ქვემდებარეს  შემასმენელი:
   ა)  როცა  ქვემდებარე  სულიერია.
   ბ)  როცა  ქვემდებარე უსულოა,
    გ) როცა  ქვემდებარე  უსულოა,  მაგრამ  სულიერის  თვისებები  მიეწერება.
3. რომელ  რიცხვში  დგას  შემასმენელი,  თუ  ქვემდებარე  კრებითი  სახელია.
4. რომელ  რიცხვში  დაგს  შემასმენელი,  თუ  ქვემდებარე  მრავალცნებიანი  კომპოზიტია.
განმარტებების  შესაბამის  წინადადებებს  პროექტორის  საშალებით  აჩვენებს  დაფაზე,(წინადადებებს  თან  ერთვის  ფოტომასალა).
აქტივობა 4. 
აქტივობის  მიზანი:  ახალი  მასალის  გაგება- გააზრება.
აქტივობის  აღწერა: მუშაობა  წყვილებში. მოსწავლეებს ურიგებს ტექსტებს,  რომლებშიც  ქვემდებარის  და  შემასმენლის  შეწყობის  ნორმები  დარღვეულია ,  თხოვს  გაასწორონ  შეცდომები  და  წარადგინონ  კლასის  წინაშე.( ტექსტების  სწორი  ვარიანტები  იხ.დანართი  1)
აქტივობა  5.
აქტივობის  მიზანი:  თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენება
 აქტივობის  აღწერა:   ჯგუფური  მუშაობა მოსწავლეებს  ყოფს  ორ  ჯგუფად , ჯგუფის  წევრებმა  უნდა მოიფიქრონ  წინადადებები  (5 წინადადება  თთოეულმა  ჯგუფმა) ,  რომელშიც  დაცული  იქნება  ქვემდებარისა  და  შემასმენლის  რიცხვში  შეთანხმების  წესები.
აქტივობა7.
აქტივობის  მიზანი:   გაკვეთილის  შეჯამება,საშინაო  დავალების  მიცემა
აქტივობის  აღწერა:  მასწავლებელი  აჯამებს  გაკვეთილს,რა  ვისწავლეთ,  რაში  გამოგვადგება...სთხოვს  მოსწავლეებს შეაფასონ  გაკვეთილი.  თვითშეფასების  მიზნით  ურიგებს  ბარათებს.
აფასებს  მოსწავლეებს  განმავითარებელ;ი  და  განმსაზღვრელი  შეფასებით.
დავალებად  აძლევს  წინადადებებს,მოსწავლეებმა  უნდა  დაწერონ  წინადადების  სინტაქსური  გარჩევა















Комментариев нет:

Отправить комментарий